,,ვნათლავდი და ვნათლავდი, ვინც ხელში მომხვდებოდა"- ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ნათლისღებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ნათლულების შესახებ წერს.
,,თითომ რომ თითო ბუმბული მიწილადოს, კი გავფრინდები სამოთხეში შხუილ-შხუილითმეთქი, ვფიქრობდი, ქალი ნათლია და ქალი ლოცვა-კურთხევა. ხოდა ვნათლავდი და ვნათლავდი, ვინც ხელში მომხვდებოდა, მიდი მონათლე, მეტყოდნენ, მოიტათ მოვნათლომეთქი, სათვალავიც კი ამერია, იმდენი ოქროს ბავშვი მყავს გავლებული კამკამა წყალში, ღმერთმა ამრავლოთ და ახაროთ, მაგრამ მოგვიანებით გავიგე, ცარიელა ბუმბული არას გარგებს, ნათლიას ბავშვის სულიერი აღზრდა ევალებაო.
ჩემიკაიმეთქი, შემოვირტყი თავში ხელი რაზედაც, რადგან როგორც მოგახსენეთ, ბევრი არიან და სხვადასხვა კონტინენტზე თანაც და ამიტომ აქაც ვიპოვე გამოსავალი და ღმერთო, მეუთხარი, ჯერ თავი ვერ აღმიზრდია ჯერეგერთი და მერე მეორეც, ისეთები დავანათლე, მეტი ჩარევა საჭირო აღარაა, თორემ განა მეზარებამეთქი.
მოკლედ, რამე რომ იყოს, კი გავფრინდები, მაგრამ სადამდე მივფრინდები, გზაში დავინახავ. თუ შემეტრუსა ფრთები და გავადინე ტყაპანი, იმედია, მთლად მიწაზე არ დავეძნეყვები, ისევ ჩემი ნათლულების სიკაშკაშის წყალობით.
ყველა ჩემი ნათლული მინდა იყოს კარატისტი, კიუკიშუისტი და ტაიკვანდოისტი თავის ამბავში და სიბნელის გამნათებელი კიდევ, ხოდა ბავშვებო, თუ შეატყვეთ, რომ აღუზრდელები ხართ, დაუყოვნებლივ მითხარით და დავადგენ საკვირაო სკოლას და დავიკაპიწებ სახელმძღვანელოებს, ზოგისთვის ონ და ზოგისთვის ოფლაინ.
ნათლისღებას გილოცავთ სულყველას, ჩემს მონათლულს, სხვის მონათლულს და მოუნათლავებს ზევიდან. მუსლიმებსაც, ბუდისტებსაც, იუდეველებსაც და ვინმე არ გამომრჩეს, ყველას, გილოცავთ კიდევ და თქვენც მომილოცეთ ხოლმე, რაც კაი გაქვთ და კაი იცით, სულყველაფერი", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
