"ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, იმისათვის, რომ დამარცხდეს ბიძინა"
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია.
1. მიშა ვერ ამარცხებს ოცნებას;
2. ვერც წარსული ერევა მომავალს;
3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში.
თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს ოცნების პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია;
თუკი ჩაებღაუჭება იმას რაც დღეს აქვს მუდამ მდევარის როლში დარჩება, მეორე იქნება მაგრამ ცვლილება არ იქნება.
ამოცანის გასაღები ნაცმოძრაობაშია და არა ოცნებაში. ესენი სულ ასე იქნებიან, წაგებისთვის განწირული მეორე, რაც ბიძინას თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად.
მიშა მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მასთგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე.... ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, იმისთვის, რომ დამარცხდეს ბიძინა.
სიახლეები
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქმიანობას აკადემიური სექტორის მნიშვნელოვან პოზიციაზე ვიწყებ” - ირაკლი შენგელია
- “რუსეთს შემოდგომიდან მოლდოვაზე კონტროლის მოპოვება სურს” - ვახტანგ მაისაია
- 2 თვე არჩევნებამდე და 2 დღე ოპოზიციის საბოლოო პასუხამდე - ვის წარადგენს ოპოზიცია მერობის კანდიდატად