"მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა, ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?"
მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მის გაჩუმებას ზურაბიშვილი ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს.
„ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?
დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?
თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
