ალბათ ვერც გავუძლებ!.. ცოცხალი გვამი ვარ - მამა პეტრე
საკამათოდ არ ვამბობ, გული გამეხლიჩა…
გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ეკლესიის რაღაც ნაწილმა ძალადობით და აგრესიით გადაწყვიტა ქრისტიანობის დაცვა… - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი წერს.
"არც ანალიზის გაკეთებას ვაპირებ და არც მტყუან-მართლის გამოძიებას…
არ მინდა ქართული ეკლესიის განათლებული ნაწილი წავიდეს და ფანატიკოსებმა ადამიანების სული ბოლომდე დაამახინჯონ…
ჩვენ ყველაზე რთულ პერიოდში ვიმყოფებით… ჩვენ უსახელოდ მივინავლებით, მაგრამ ჩვენი შვილების თაობა არასდროს შეეგუება ძალადობრივი გზით ნაქადაგებ ქრისტეს…
ახლა ძალიან მიჭირს… ჩემი მეგობარი ადგა და წავიდა… არა, ცოცხალია… უბრალოდ, ადგა და წავიდა…
ცალი ფრთა მომატყდა… ახლა ყოველი წუთი და უმნიშვნელო საუბარი მიტრიალებს ტვინში… დავცინოდი, ბოდვებს მოეშვი, სად წამსვლელი ხარ, მეთქი…
ბევრ რამეს ვერ გაუძლო… ვერც გაუძლებდა… მისი ცოდნის, განათლების, ინტელექტის და რწმენის საპირისპირო რელიგია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში…
არ მინდა ჯანსაღი ნაწილი დაიკარგოს…
ფაქიზი სულის ადამიანები ვერ გაუძლებენ ძალადობას, აგრესიას, მრისხანე სახეებს…
ის არ დაიკარგება… მე კი მის გარეშე ძალიან გამიჭირდება… ალბათ ვერც გავუძლებ!.. ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!.."-წერს პეტრე კოლხი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
