ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება! – ნიკა მელიას განცხადება
ნიკა მელიას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ენმ-ს პატიმრობაში მყოფი ლიდერის განცხადება ვრცელდება:
„გამარჯობა,
ახლა ძალიან მოკლედ დავწერ, მომდევნო დღეებში კი – უფრო ვრცლად.
1. გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი და ყველა ენთუზიასტს (იქნება ის უცხოელი თუ სხვა) დაბეჯითებით ვთხოვდი, ეს ალტრუისტული სურვილები, რომ ჩემი გამოსასყიდი თანხა თავად გადაიხადონ, წარსულს ჩააბარონ.
2. სანამ რამე ფორმითა და რამე ფორმატში ჩემს გათავისუფლებაზე შედგება მსჯელობა, მე რუსთავის N12 ციხიდან უნდა გავიგო და დავინახო, რომ გიორგი რურუა უკვე სახლშია.
და ბოლოს, ძალიან პრინციპულად მსურს გავიმეორო:
თეორიულად ყველა შესათანხმებელ საკითხზე რომც მოხერხდეს შეთანხმება, ივანიშვილი ჩემი გამოსასყიდი თანხით ვაჭრობას ვერ ეღირსება! ყველაფერი მაგრად იქნება, მთავარია, არ დავიღალოთ და არ ვიწუწუნოთ.“ - წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
