ოქტომბერი 10 2020 წაკითხვა 786 ჯერ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 78-მდე გაიზარდა.

ოქტომბერი 10 2020 წაკითხვა 690 ჯერ

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-ს შეადგენს.

ოქტომბერი 09 2020 წაკითხვა 697 ჯერ

ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

„ივანიშვილის მთავრობა მხდალია, მათ ჩემი ვიზიტის ეშინიათ, იმიტომ, რომ ეს მათ დანაშაულებს გამოააშკარავებს. მათ არ შეუძლიათ იმის დამალვა, რაც ჩაიდინეს და ისინი პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულზე,“- წერს აფგან მუხთარლი.

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში გამომგზავრებას დღეს აპირებდა, თუმცა ამის უფლება არ მიეცა.

 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განმარტა, რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე.

 

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში, შესაბამისად, ავიაკომპანია „აირზენა“ ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

ოქტომბერი 09 2020 წაკითხვა 884 ჯერ

ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ, მეტს არაფერს არ ვიტყვი. სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ ხანდახან, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაირღვა თუ არა გუშინ სტადიონთან გულშემატკივრების შეკრებით ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

ოქტომბერი 09 2020 წაკითხვა 831 ჯერ

ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფმა ჯარიმები უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო დაწერა. გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

ოქტომბერი 09 2020 წაკითხვა 651 ჯერ

წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს, რომელიც წლის ბოლოდან 10 ათასამდე მაცხოვრებელს მოემსახურება.

გვერდი 423 სულ 597
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.