ცოლ-ქმარი, რომელმაც პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნა
კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა დააფინანსა, მის შემუშავებაში მთავარ როლს კომპანია BioNTech თამაშობს.
კორონავირუსის პანდემიისგან მსოფლიოს ხსნას სწორედ ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლებს, გერმანიაში მოღვაწე ემიგრანტ ცოლ-ქმარს, 53 წლის ოზლემ ტურეჯისა და 55 წლის უგურ საჰინს უნდა ვუმადლოდეთ.
პროფესორი უგურ საჰინი თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში დაიბადა. როდესაც ის ოთხი წლის იყო, დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გადავიდა, სადა მამაისი ფორდის ქარხანაში, მუშად მუშაობდა.
პროფესორმა საჰინმა უარი თქვა მამის პროფესიის გაგრძელებაზე და ავტოშემკეთებელთა ქარხანაში მუშაობაზე, ამის ნაცვლად, მან მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა. საჰინმა მედიცინა კიოლნსა და ჰამბურგის უნივერსიტეტში შეისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა, სიმსივნის სპეციალობაში.
ჰამბურგში ონკოლოგად მუშაობის დროს, მან თავისი მომავალი მეუღლე, დოქტორი ტურეჯი გაიცნო. ოზლემ ტურეჯი ასევე ემიგრანტების ოჯახიდან იყო. ტურეჯის მშობლები ექიმები იყვნენ, სწორედ ამან განაპირობა მისი მომავალი პროფესია და სწავლება მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა.
ექიმი ცოლ-ქმრის მთავარ ინტერესს ონკოლოგია და მედიცინო კვლევები წარმოადგენდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას, მათ ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ ქორწილის შემდეგ ლაბორატორიაში წავიდნენ კვლევების გასაგრძელებლად.
პროფესორი უგურ საჰინი და მისი მეუღლე ოზლემ ტურეჯი გერმანიის 100 უმდიდრეს ადამიანთა სიაში არიან. მათ 2016 წელს თავიანთი პირველი ბიზნესი 1,4 მილიარდ დოლარად გაყიდეს, ხოლო BioNTech–ის ღირებულება, ვაქცინის მიღწევების შემდეგ, 21 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
”ჩვენს მიერ შემუშავებული ვაქცინის მე-3 ფაზის პირველი შუალედური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. ეს არის ინოვაციის, მეცნიერებისა და გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევა.
როდესაც 10 თვის წინ კვლევებს შევუდექით, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მეორე ტალღის შუაგულში ვართ, კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეტაპი პანდემიის დასრულების გზაზე.
ჩვენ განვაგრძობთ შემდგომი მონაცემების შეგროვებას, საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან მიღწევაში", - განაცხადა პროფესორმა უგურ საჰინმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
