დეკემბერი 23 2018 წაკითხვა 7353 ჯერ

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა H1N1 - ე.წ. ღო­რის გრი­პია - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დეკემბერი 23 2018 წაკითხვა 7476 ჯერ

უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დეკემბერი 20 2018 წაკითხვა 1202 ჯერ
,,ნაციონალური მოძრაობა'' ქუთაისის მერიას კომპანია "სანოსთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. 
დეკემბერი 19 2018 წაკითხვა 1715 ჯერ

ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის - სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

დეკემბერი 19 2018 წაკითხვა 2012 ჯერ

მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის მერია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში 10 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო, პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. კონკურსი პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში ჩატარდა.

 
დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.
 
წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი, მდგრადი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც სპეციალურად შექმნილი წარმომადგენლობითი კომისია, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2018 წლის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტები შეაფასა.
 
დღესვე გაიმართება საუკეთესო პრაქტიკისადმი მიძღვნილი სპეციალური კონფერენცია სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“.
 
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
დეკემბერი 19 2018 წაკითხვა 1309 ჯერ

ქუთაისში, სპორტის მუზეუმში, იმერელი ოლიმპიელების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის - რევაზ რობაქიძის ორგანიზებით მოეწყო.

გვერდი 703 სულ 706
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.