გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში.
განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს ფაკულტეტების შემცირების პრინციპი – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსმა ნიკა კვერნაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც კვერნაძე თავად წერს, მუშაობას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აგრძელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასებისგავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე.
