ანაკლიაში მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა, დაშავებულია 7 მოზარდი
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უახლოეს საავადმყოფოშიგადაიყვანეს, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.



სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
