ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილთმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მე-17 კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზები დაათვალიერეს. ქალაქის მერის განცხადებით დაგეგმილია როგორც სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური გათბობის მონტაჟი.
"მე-17 სპორტულ სკოლას აქვს 4 დარბაზი. ამ კონკრეტულ სკოლაში იგეგმება ცენტრალური გათბობის მონტაჟი, რადგან გათბობის არ არსებობის გამო უჭირთ სპორტსმენებს ვარჯიში. ჩვენ 300 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი 2020 წლისთვის, ქუთაისში მდებარე სპორტული სკოლების რებილიტაციისთვის. მოგეხსენებათ რომ წელს ქალაქში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები და უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
