June 18, 2025

თებერვალი 03 2019 წაკითხვა 6536 ჯერ

ავლაბარში, ევროპის მოედანზე მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანიის საკუთრებაში გადავა ნაგებობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაინტერესებული მხარეები თავიანთ ხედვებს წარადგენენ.

 

„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინდადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

„რიყის დოქები“ ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომე უფუნქციოდ არის დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფუნქციოა, “რიყის დოქები” 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

თებერვალი 02 2019 წაკითხვა 8101 ჯერ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 თებერვალს, დღის ბოლოდან 3 თებერვლამდე საქართველოს მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

თებერვალი 01 2019 წაკითხვა 6924 ჯერ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 მოქალაქის დაკავებას ეხება.

თებერვალი 01 2019 წაკითხვა 7650 ჯერ

ლიტერატურული პრემია „საბას“ მეჩვიდმეტე კონკურ„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

იანვარი 31 2019 წაკითხვა 1105 ჯერ

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე არიან მხოლოდ გარდაცვლილები, დაშავებულების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.

იანვარი 31 2019 წაკითხვა 6869 ჯერ

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

გვერდი 673 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.