ზვიად შალამბერიძე და იოსებ ხახალეიშვილი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდნენ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარის რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ელჩს ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მხარდაჭერისთვის. მხარეებმა 30 სექტემბერს ბულგარეთთან ხელმოწერილ დოკუმენტზე ისაუბრეს, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ორი ქვეყნის მოქალაქეები მუშაობის ლეგალურ უფლებას მიიღებენ. დესისლავა ივანოვამ, ასევე ბულგარეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, ისინი განათლების, შშმ ბავშვთა დახმარებისა და კულტურის სფეროს მიმართულებით განსაკუთრებით ბევრ პროგრამას აფინანსებენ.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ფარგლებში, მხარის რმწუნებულმა ქუთაისში ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფის გაკეთების მზაობა გამოთქვა. ალექსანდრე სტოიანოვი ბულგარელი წარმოშობის საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც 1879 წლიდან ქუთაისის ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას ხელმძღვანელობდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
