მეუფე პეტრე არ აკონკრეტებს, თუ სად აპირებს წასვლას
ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ ის ჭყონდიდის ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს.
ამის შესახებ ყოფილმა მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლიც (კაცია) ესწრებოდა.
კითხვაზე, მას შემდეგ დატოვებს თუ არა ის ეპარქიას, რაც კომისია დაასრულებს მუშაობს, მეუფე პეტრემ განცხადა, რომ ის კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება.
„სამუშაო გეგმა შედგა. ჯერ მარტვილის ტერიტორიაზე და შემდეგ აბაშის. აქ იმყოფება აბაშის წარმომადგენელიც და მარტვილისაც, შესაბამისად. ნდობით აღჭურვილი კომისია გამაგრძობს მუშაობას. მე ეპარქიას დავტოვებ უახლოეს დღეებში ან საათებში. ძალიან მინდა წავიდე არაოფიციალურად და ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“,- აღნიშნა მეუფემ
.
კითხვაზე სად გეგმავს წასვლას, ყოფილმა მიტროპიტმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა საქართველოში იყოს.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეხვედრას მართავს. შეხვედრას ესწრება მეუფე გრიგოლი (კაცია) და ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).
სიახლეები
- „მეგონა, რომ ის სიტყვის კაცი იყო“ - ტრამპი პუტინით იმედგაცრუებულია
- “ლელოს” უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვიღებთ” - ლანა გალდავა
- სირიაში რელიგიურ დაპირისპირებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- “გახარია-ხაზარაძის გაერთიანება ვერაფერს შეცვლის, რადგან „ნაცმოძრაობის“ ოთხივე ფილიალი თავიდან ბოლომდე უცხოურ ძალებზე და მათ ნარატივზეა აწყობილი” – მაჭარაშვილი
- რუსეთმა ერთ კვირის განმავლობაში უკრაინაზე 1800 დრონით და 83 რაკეტით მიიტანა იერიში