„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის მეუღლე გარდაიცვალა.
კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% - იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50%-ზე იყო, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
