"მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასეთი ინტერესი აქვს ევროსაბჭოს - საქართველოს რეალურად აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, თქვენ იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი ემსახურერბოდა ზუსტად ამ მიზანს და შემდგომი კანონმდებლობაც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით“.- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა „გრანტების შესახებ“ და რიგ კანონებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ „იყვნენ კონკრეტული „ენჯეოები“, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში და კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას“.

„იყო კანონის გვერდის ავლის შესაძლებლობები. ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, არსებითად ემსახურება ამ გვერდის ავლის მექანიზმების განეიტრალებას. იყვნენ კონკრეტული ენჯეოები, რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ, მაგალითად ესტონეთში. ეს არის კანონის გვერდის ავლის მცდელობა და ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონი, რომელიც არის ინიცირებული", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭომ საქართველოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მახაშვილი თქმით, ევროსაბჭოს აინტერესებს, რა გამოცდილება აქვს საქართველოს ამ მიმართულებით.

მისივე განცხადებით, მათ გამოცდილებას, კანონმდებლობას, ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს უკვე თავი მოუყარეს და ევროსაბჭოს უკვე მიაწოდეს.

წაკითხვა 9 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.