ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები მკაცრდება
საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მშენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას ეხება, უკვე მომზადებულია, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი მალე გადაეგზავნება პარლამენტს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან მისი თქმით, ჰაერის მტვრით დაბინძურება ერთ-ერათი სერიოზული პრობლემაა.
"ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები, სამშენებლო მოედნები, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა. ეს არის დღეს სერიოზული პრობლემა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჯგუფს დავალებაც ჰქონდა მიცემული შესაბამისი ცვლილებები განეხორციელებინა კანონდებლობაში. ეს პაკეტი უკვე მომზადებულია, რომელსაც უახლოეს მომავალში გადავცემთ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამტვერებადი მასალიდან მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა თავიდან ავირიდოთ. სწორედ აქედან გამომდინარე მომზადდა ეს კანონპროექტი.
მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობა, მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, განთავსებისას ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრა, ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსება და რეალიზაცია - აღნიშნულ ყველა მიმართულებაზე სანქციები გამკაცრებული იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონპროექტს პარლამენტში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება,"- განაცხადა მან.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე