"მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ"-გიორგი გახარია
მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გახარიამ ასევე ღია ბაზრობების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება. ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალური პროტესტს ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ ის ნაწილი სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება ნელ-ნელა აღდგენა გავაკეთოთ. ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი“, - განაცხადა გახარიამ.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
