140-წლის განმავლობაში ყველაზე თბილი ზამთარი დედამიწაზე - იწყება თუ არა კლიმატური კატასტროფა?!
მიხეილ ელაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გლაციოლოგი:
- ანუ დედამიწა თავის ბალანსს არ დაარღვევს, თავს "არ გაიწირავს"?
- დედამიწის მდგომარეობა მრავალ კოსმოსურ ასპექტზეა დამოკიდებული და როდესაც დავა მიმდინარეობს იმაზე, ადამიანი მავნე გავლენას ახდენს თუ არა ამ პროცესებზე, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იქნებ დედამიწის ყველა ქარხნის სითბურ გამონაბოლქვსაც კი არ შეუძლია იმდენი რამ "შემატოს" დათბობის პროცესს, რამდენიც თუნდაც რომელიმე კოსმოსურ ელემენტს? პლანეტის ბოლოდროინდელმა ისტორიამ ისიც იცის, რომ 10 000 წელიწადს მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესში დედამიწისთვის ე.წ. მცირე დათბობებსაც გადაუვლია და მცირე გამყინვარებებსაც, რაც საუკუნეები გაგრძელებულა.
ამის მაგალითად შაორის ან აბულის მეგალითურ ციხეებს და მათ გარშემო ქალაქის ტიპის დასახლებებს დავასახელებდი, რომელიც ჩვენს ერამდე IV-III ათასწლეულებშია აგებული. მათგან აბულის ციხე ზღვის დონიდან 2670 მეტრზე მდებარეობს. ისმის კითხვა: როდესაც დღეს ჯავახეთში, ფარავნის ტბის ზემო სოფელში 2100 მეტრზეც კი უძნელესია ცხოვრება, როგორ შეიძლებოდა ჩვენს ერამდე III ათასწლეულში ხალხს 2670 მეტრზე ეცხოვრა?! ამის პასუხი ხომ ის სიცხეა, რომელიც ჯავახეთში ხალხს ამ სიმაღლეზე საცხოვრებლად ასვლას აიძულებდა! ანუ ეს სწორედ ის დათბობის პერიოდი იყო, როცა ტემპერატურის გამო მაღალ მთაში ხალხი უკეთ გრძნობდა თავს.
- ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც ევროპას დათბობის პერიოდმა გადაუარა და ადამიანმა მთისკენ აიწია, მოგვიანებით კი ევროპაში "ხანმოკლე" აცივების პერიოდი დადგა და რამდენიმე საუკუნეც კი გაგრძელდა. ეს იმ დროს, როდესაც პარალელურად გლობალური დათბობა მიმდინარეობდა. აი, ეს მაგალითებიც ცხადყოფს, რომ დედამიწის კლიმატის სრულყოფილი პროგნოზირება შეუძლებელია. მხოლოდ იმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა შედეგები მოიტანა გლობალურმა დათბობამ, მაგალითად, როგორ აიწია შავი ზღვის დონემ ბოლო 3 ათასწლეულში.
- 8-10 მეტრამდე. თუმცა, იმავდროულად, მაღლა იწევდა ჩვენი ხმელეთიც - კავკასიონი. ჩვენ ხომ დედამიწის იმ ნაწილში ვართ, სადაც ოდესღაც დედამიწის ქერქში არაბეთის ნახევარკუნძულის ტევტონიკური და ევრაზიის ფილაქნები შეეჯახნენ ერთმანეთს. ამ დროს შავი და კასპიის ზღვები გაიყო და კავკასიონი "ამოიზარდა". სხვათა შორის, ამ შეჯახების შემდეგ კავკასიონი ისევ განაგრძობს "ზრდას".
- ადამიანი გონიერი არსებაა და მას შეუძლია ყველაფერთან შეგუება, მათ შორის გლობალურ დათბობასთანაც. ასე რომ, მას კლიმატის ცვლილება ვერ უნდა მოერიოს, როგორც მოერია, მაგალითად, ხარკბილა ვეფხვებს... როდესაც მეცნიერება გლობალური დათბობის შესაძლო მძიმე შედეგებზე საუბრობს, ეს გულისხმობს, რომ ადამიანი უკეთ უნდა ერკვეოდეს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებში, რათა ადაპტირება შეძლოს. ამაში სხვა პლანეტების ათვისებაც იგულისხმება. სწორედ ამიტომაც მუშაობს ამერიკა მარსის ათვისებაზე. თუმცა, როგორც გითხარით, არავინ იცის, რას მოგვიმზადებს დედამიწა და დასჭირდება თუ არა მის მომავალ მოსახლეობას კოსმოსიდან დახმარების მიღება.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი
- “ჩვენ იმიტომ არ გამოვექეცით საბჭოთა კავშირს ევროკავშირისკენ, რომ ბრიუსელში ისევ საბჭოთა კავშირი დაგვხვედროდა” – პაპუაშვილი
- “ვინ უნდა იყოს გახარიასა და ხაზარაძის [მერობის] კანდიდატი, რომ საერთოდ სერიოზულად აღვიქვათ?!” – შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
- “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა – 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს” - კახა კალაძე