როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 4 ოქტომბერს შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა . 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 4 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 4 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სიახლეები
- აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა
- “აქამდე, რომ მოვედით სწორედ ჩვენი გმირი ხალხის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, მეომრების დამსახურებაა” - მიხეილ ყაველაშვილი
- “რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას” - პრემიერი
- “წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა”” - ირაკლი კობახიძე
- “ეს დღე არის ერთი მხრივ ჩვენი გმირების მოგონების და მეორე მხრივ, ჩვენს მომავალზე დაფიქრების დღე” - შალვა პაპუაშვილი