უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
უახლოესი 3 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარი სპეციალისტის, ნინო წვერავას განცხადებით, 24 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან წვიმა და მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ უმეტეს რაიონში ღამით 6, ხოლო დღის განმავლობაში 9 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მთას, ღამით ყინვა -1, ხოლო დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. ბარში მოსალოდნელია ღამის განმავლობაში 3 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით 10 გრადუსი. რაც შეეხება მთას, ღამის საათებში ყინვა -2, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით 2 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ხვალ მზე და 8 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 გრადუსამდე შენარჩუნდება.
თბილისში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა გათბება ღამით 3, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე.
26 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონებში კვლავ წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსამდე დაიწევს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პირიქით, 13 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში იქნება ცვალებადი მიმართულების ქარი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.
სიახლეები
- ცნობილია ვინ იბრძოლებს ქუთაისის მერობისთვის
- “სახეზეა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა, მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და მოქალაქეთა დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების გამოყენება” - საია
- “თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა” – პაპუაშვილი
- რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა