როგორი ამინიდია მოსალოდნელი საქართველოში
23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.
,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 - +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში. ღამით 21-22 დეკემბერს - დასავლეთში +2 - +7 აღმოსავლეთში -4 ; +1. თბილისში 22 დეკემბერს ღამით -1, დღისით +6.
23 დეკემბერს მთელს საქართველოში ცუდი ამინდი მოსალოდნელი, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში +5 - +10; აღმოსავლეთში +1 - +6. 23 დეკემბერს დასავლეთში ღამით +4 - +9 ; თბილისში +3 და +4", - აღნიშნა ნინო წვერავამ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
