„მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ“ - ვახტანგ კალოიანი
“ინფიცირებულთა ძალიან დიდი რაოდენობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს ჰოსპიტალურ სექტორზე და კოლაფსისა და გაჩერების საფრთხის წინაშე აყენებს.
ამის შესაჩერებლად, სამწუხაროდ, დაკარგული დროის გამო, ხელისუფლებამ მხოლოდ შეზღუდვა დატოვა. იმის ნაცვლად, რომ გაეაქტიურებინა ტესტირება, დაეწყო ინფიცირებულების დროულად გამოვლენა და მერე ისინი თვითიზოლაციაში გადაეყვანა, შემოგვთავაზა ისეთი შეზღუდვა, რომელიც ყველაზე გაჭირვებულ ფენას მიაყენებს ზიანს. ამ ორი წლის განმავლობაში ტრანსპორტი დროდადრო კი არ უნდა გაეჩერებინათ, პირიქით, რაოდენობა უნდა გაეზარდათ და გაეკონტროლებინათ მგზავრების რაოდენობა, პირბადეების გამოყენება, მაგრამ მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ. შეზღუდვების ოდნავი შემსუბუქების შემდეგ ვითარებას ვეღარ მართავენ”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი, “ნიუ ჰოსპიტალსის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ კალოიანი - “მათ ტრანსპორტის შეჩერების გარდა არაფერი შეუძლიათ”.
“მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პუნქტები დაემატა, აცრილთა რაოდენობაც გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უნდა აცრა, მაგრამ ამ ნახევარს ჯერ ვერ ვაკმაყოფილებთ. ზოგს პორტალზე დარეგისტრირება უჭირს, არასარეგისტრაციო დარბაზებიც ცარიელია... საინფორმაციო კამპანია რომ არ გვიწარმოებია, ეს ცალკე საკითხია. გამოსავალი არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიხსნას ვაქცინაციის პუნქტები მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ოღონდ ეს უნდა იყოს უსაფრთხო - იქ უნდა იყოს არა მარტო ამცრელი ექიმი, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანაც ან გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. გარდა ამისა, პედაგოგების, სამედიცინო დაწესებულებათა თანამშრომლების, ვაჭრობაში მომუშავეების, ტრანსპორტის სისტემის თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო უნდა იყოს ან ვაქცინაცია, ან 48 საათში ერთხელ ტესტირება. ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვანაირად ჩვენ იმუნურ ფენას ვერ შევქმნით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კალოიანი.
“ბევრი გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს არა იმდენად მკურნალობის მეთოდები, რამდენადაც თერაპიის არასტანდარტიზება. ვგულისხმობ იმას, რომ თბილისში და, მაგალითად, ოზურგეთში პაციენტი სხვადასხვა მომსახურებას იღებს. ანუ კლინიკური პროცესი სტანდარტული არ არის და ეს ექიმები, ძირითადად, “ფეისბუკის” და თავიანთი მოძიებული ინფორმაციის იმედად არიან. რა თქმა უნდა, არავაქცინირებულ ქვეყანაში, სადაც დღეში ხუთი ათასი პაციენტია, გარდაცვალებას ყოველთვის თავიდან ვერ ავირიდებთ, მაგრამ პროცესის სტანდარტიზაცია დიდი შეღავათი იქნებოდა. გაიდლაინი არსებობს, მაგრამ გაიდლაინი თუ სწორად არ დანერგე და მერე მისი გამოყენება არ გააკონტროლე, რა აზრი აქვს?! ჩვენ დღეს არ ვიცით, ეს გაიდლაინი სხვადასხვა საავადმყოფოში რამდენი პროცენტით სრულდება. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და ამაზე კლინიკური ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ეს არ ხდება და “ფეისბუკში” გვიწერენ, ესა თუ ის წამალი იხმარეთო. როცა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას ვერ და არ უმკლავდება, გამოსავალი არის მოქალაქეების თვითორგანიზება და შეგნება. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, წავიდეთ ასაცრელად და უნდა ვატაროთ ნიღაბი დახურულ სივრცეშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებშიც. საკუთარი თავი თვითონ უნდა დავიცვათ”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ახლა ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, მაგრამ 10 კითხვიდან რვა უსაფუძვლოა, რადგან მეცნიერებამ მათ პასუხი უკვე გასცა. ასეთია კითხვები, მაგალითად, ონკოლოგიური რისკების, რეპროდუქციული პრობლემების შესახებ. არც ერთი ვაქცინა ამ თვალსაზრისით სახიფათო არ არის. იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი ადამიანი იცრება, შეზღუდვებიც მცირდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც”, - დასძენს კალოიანი.
სიახლეები
- “გოჭებო, 17 წლის ასაკში, 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი – ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს” - ანა დოლიძე
- “სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ” - იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს
- “ვერანაირი ერთიანი ნეიტრალური კანდიდატები ვერ იქნება, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთობის შემთხვევაში, ერთობა არ არის და ასე არც იკვრება” – ზურა გირჩი ჯაფარიძე
- “„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები სახელმწიფოზე თავდასხმას პატრონების საშუალებით ახორციელებენ, ფულით უილსონის პოსტებს ყიდულობენ, მაგრამ ხალხის კეთილგანწყობას ვერ იყიდიან” - ნინო წილოსანი
- “გარედან გაკეთებული ყველა უსამართლო განცხადების უკან დგას მსუყედ გადახდილი თანხები” - ნინო წილოსანი