"ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო" - პოლონელი ტურისტი კლინიკიდან გაწერეს
პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც 5 ივლისს თბილისში დაჭრეს, კლინიკიდან გაეწერა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახლადგახსნილი სასტუმრო „ბიოგრაფი“ პოლონელ ტურისტს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს.
„საქართველოში პირველად ჩამოვედი, Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. ბევრი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ, სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ“, – აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.
სიახლეები
- საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
- პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილსა და მურთაზ ზოდელავას ბრალი წარუდგინა
- “ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, რადგან აგენტურას სწორედ ისინი უდგანან სათავეში” - კახა კალაძე
- გურული ღვეზელი
- ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი