"ხეობაში გზა ჩაკეტილია - გაკონტროლდება კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადაადგილდნენ"
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.
მისივე განმარტებით, მათი პოზიცია უცვლელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია „ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.
„ხეობაში გზა ჩაკეტილია - შემოსასვლელი რაჭიდან, ლეჩხუმშიც და ასევე ქუთაისიდან. გაკონტროლდება უშუალოდ კომპანიის სპეცტექნიკა, რომ არ გადააადგილდნენ. რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვეულებრივ გამვლელს, გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სამუშაო პროცესი აუცილებლად შეჩერდეს უახლოეს დღეებში. უკვე ორი მანქანა მივაბრუნეთ დილით. ანუ, კომპანიის ტრანსპორტს ამ გზაზე უწევს გავლა, ამიტომ, ახლა რაც არ უნდა მარაგი შეიტანონ შიგნით, ამ გზაზე გავლას ვერ აცდებიან“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, ზოგადად დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ამ დროის განმავლობაში „რიონის ხეობის მცვლების" დარბევა ხუთჯერ მოხდა. შესაბამისად, გოლეთიანის თქმით, შესაძლოა, მსგავსი რამ მოხდეს ზოგადად.
„ჩვენ არ ვაპროვოცირებთ, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოები“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან დგანან, იმ ტერიტორიასთან, სადაც განლაგებულია ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას" ერთ-ერთი საწყობი.
სიახლეები
- "ზურა ჯაფარიძეს ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია" - ირაკლი კუპრაძე
- "პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას" - ზურაბ ჯაფარიძე
- "პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს"
- "კიევის რეჟიმი არსებითად უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებაზე, თუმცა, ჩვენ მაინც ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს დიალოგთან დაკავშირებით" - ვლადიმერ პუტინი
- "უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
