,,სირცხვილია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
მოძრაობა ,,სირცხვილია" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც FirstNews,ge უცვლელად გთავაზობთ:
,,მედიით ვრცელდება ინფორმაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილი შეთანხმების პუნქტებზე, რომელთა შორის ამ პუნქტმა განსაკუთრებით მიიქცია ჩვენი ყურადღება და გვსურს გამოვეხმაუროთ:
გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია.
ამნისტია, როგორც ჰუმანური აქტი, გამოიყენება დამნაშავეების მიმართ.
სირცხვილია ამ პუნქტის აქტივისტებზე გავრცელება.
უსამართლობაა სამართალდამცველების გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან (ისედაც არავისი დამდგარა) ქვეყანაში, სადაც მანიფესტაციის უფლების რეალიზება ისედაც თითქმის შეუძლებელია.
ეს არის მწვანე შუქი ,,ქართული ოცნებისთვის", რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით.
ეს არის მწვანე შუქი ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებისთვის და მმართველი პარტიის რეპრესიული პოლიტიკისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
