"ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით" - ირმა სოხაძე
მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ კონცერტებზე უფრო ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ხელოვანებს იწვევენ.
მისი თქმით, ამის მიზეზი ხელისუფლების შიშია, რომ არ დაბრალდეს ამ ხელოვანების დევნა.
"ვინც ნაციონალების მხარესაა, იმ ხელოვანებს უფრო ეძახიან კონცერტებზე იმის შიშით, რომ რამე არ თქვან, ჩვენ კი, ხელისუფლებისადმი თბილად განწყობილი საზოგადოება ვიჩაგრებით. სწორედ იმის შიშით, რომ არავინ დააბრალოს, ესენი არ დევნიან ნაციონალების აპოლოგეტებს და მათთან აფილირებულ ხელოვანებს, ყველგან ისინი არიან.
ხელისუფლება აქვს შიში, ვიმეორებ შიში, რომ არ დაბრალდეს ამ ხელოვანების დევნა, ყველგან ესენი ჰყავთ. ჩვენ ნეიტრალური და უფრო ხელისუფლებისკენ სიმპათიით განმსჭვალული ადამიანები გაცილებით უფრო მეტად ვიჩაგრებით. მე ამას პირში ვეუბნები ამათაც და იმათაც. რა კარგ დღეში არიან ნაციონალებთან დაახლოებული ხელოვანები - იქაც კარგად არიან და აქაც," - აღნიშნავს ირმა სოხაძე CNews-სთან ინტერვიუში.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
