ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს გულის გაჩერებით - ლევან რატიანი ექთნის მდგომარეობაზე
კრიტიკულად მძიმეა ახალციხეში ვაქცინირებული ექთნის მდგომარეობა. თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანის თქმით, დადებითი ეფექტი კლინიკურ პარამეტრებში აღარ არის:
"მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე, გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მაგრამ მინდა გითხრათ რომ დადებითი ეფექტი, ამ ეტაპზე, კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიიძლება ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ," - განაცხადა ლევან რატიანმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
