გელათის კომპლექსის მთავარ ტაძარზე სამუშაოების სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანიები დაჯარიმდნენ
კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ გააფორმა.
ამასთან, დაჯარიმებული კომპანიები ფინანსურად უზრუნველყოფენ იმ სამუშაოებს, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად იქნება საჭირო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელზე დროებითი გადახურვის კონსტრუქციის შეცვლა.
ადგილზე იმყოფებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, დაჯარიმებული და შერჩეული კომპანიის წარმომადგენლები, ასევე მთამსვლელები, რომლებიც სპეციალისტებს სამუშაოების განხორციელებაში ეხმარებიან.
„ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს და მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია, რომ გარე ფასადის ჩუქურთმიან ნაწილზე წყალი არ მიესხას. საუბარია მთავარი ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზე. რაც შეეხება ჯარიმას, კომპანიები უკვე დაჯარიმდნენ 12 ათასი ლარით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სანებართვო პირობების არშესრულების გამო. გაფრთხილების მიუხედავად, მათ ვერ გამოასწორეს, სანებართვო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ღონისძიების გარდა, კონკრეტული სამუშაოს შესრულებაც მათი ფინანსური უზრუნველყოფით მოხდება“, – განუცხადა ნიკოლოზ ანთიძემ საქართველოს პირველ არხს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
