დეკემბერი 04 2025 წაკითხვა 120 ჯერ

4 დეკემბერი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა.  მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს (21 ნოემბერი). იგი შესულია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში.

ნოემბერი 30 2025 წაკითხვა 121 ჯერ

„ღმერთში გამდიდრება“ ნიშნავს, რომ ჩვენში გაიხსნას ყოველივე ის საუკეთესო, რაც უფალმა მოგვცა... ეს ნიშნავს, რომ დავიცვათ მისი მცნებები, მივდიოთ მის მიერ დადგენილ ნორმებს, -ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეხუთე კვირას იქადაგა.

ნოემბერი 23 2025 წაკითხვა 142 ჯერ

თუ გვინდა, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცედ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა. გვახსოვდეს და მადლიერებით ვაფასებდეთ იმას, რომ უფალი არასდროს გვტოვებდა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მივუტოვებივართ,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

ნოემბერი 14 2025 წაკითხვა 141 ჯერ

გადაუდებელმა პრევენციულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარს უჭირს, უჭირს ძალიან ბევრგან, ეს იქნება ქვის კონსერვაცია, გადახურვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივხედოთ,- ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თეა ონიანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ნოემბერი 13 2025 წაკითხვა 159 ჯერ

მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

ნოემბერი 09 2025 წაკითხვა 154 ჯერ

ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ამ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირას, სოფელ ისულის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის კურთხევის დღეს ქადაგებისას განაცხადა.

გვერდი 1 სულ 42
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.