ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი შადრევნის დაზიანებული დეტალების აღდგენას მოიცავს.
„ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. პარტიის წევრებმა #59-ე საოლქო კომისიაში აღნიშნული მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.
პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს.
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „აფხაზეთის კუთხე“ გაიხსნა.
მინდა, ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
