დაპირისპირება ყარაჯალაში - დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ინფორმაციით, გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.
თუმცა, მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე პირების გარდა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.
თელავის რაიონულ სამმართველოში მოქალაქეებს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
საქმეს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
