ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში "აფხაზეთის კუთხე" გაიხსნა
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „აფხაზეთის კუთხე“ გაიხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ მოაწერეს.
ხელმოწერის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ აფხაზეთის ენდემური მცენარეთა ნერგები დარგეს.
ლევან თევზაიას განცხადებით „აფხაზეთის კუთხის“ გახსნის მიზანი აფხაზეთისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის პოპულარიზაციაა.
„აღნიშნული პროექტი, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის „მწვანე დიპლომატიის“ შექმნასაც გულისხმობს, რომელიც მდინარე ენგურის ორივე მხრიდან ახალგაზრდებს გააერთიანებს. ამ პროექტს, ასევე, აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ქართველებსა და აფხაზებს შორის შერიგებისა და დაახლოების პროცესში“,- განაცხადა ლევან თევზაიამ.
მინისტრმა პროგრამის განხორცილების პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
