გახარიას პარტიის წევრს მანქანა დაუზიანეს
პარტია „საქართველოსთვის" ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც ის ეკლესიაში წირვაზე იმყოდებოდა, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა.
არჩაია მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.
როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, მასზე ზეცოლა ხორციელდებოდა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია.
ცნობისთვის ელეონორა არჩაია წინა მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „ქართული ოცნებიდან", ახალი მოწვევის საკრებულოში კი პარტია „საქართველოსთვის" სიით მოხვდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
