,,არა მიშას!!! არა ნაცებს!!!" - ქუთაისში აქცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას" გაიმართა
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში, აქცია ,,მე ვიცავ თავისუფლებას" გაიმართა. პარალელურად, მოსახლეობის ნაწილი თეატრის წინ შეიკრიბა. ,,არა მიშას!!! არა ნაცებს!!!" , ,,უარი კგბ-ს დიპლომატს" - ამ და სხვა ლოზუნგებით მოქალაქეებმა ,,ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ სწრაფვა გააპროტესტეს.
თეატრში შეკრებილებს გოგა ხაინდრავამ, დავით მაღრაძემ და სალომე ზურაბიშვილის სხვა მხარდამჭერებმა მიმართეს.
მათ საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი არასდროს დაბრუნდება.
,,ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოს წინაშე შეეშალათ, არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების. წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ხალხს. დარწმუნებული ვარ, 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ’’-აღნიშნავენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი