იმერეთის გუბერნატორი ,,ნაციონალურ მოძრაობას'' დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ , ქუთაისის მერიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. გუბერნატორი ქართველი სამხედროების ჰააგის სასამართლოზე წარდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
,,ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩემთვის, როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისათვის, ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადება’’-აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორის თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე არა ქართველი სამხედროები, არამედ ის ოკუპანტები და დივერსანტები წარსდგებიან, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა განახორციელეს.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი