ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ჰოსპიტალი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ცენტრი კვალიფიციური კადრებითა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით იქნება გამორჩეული.
სამხედრო ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. მისი მშენებლობისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი