ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით ფორუმი გაიმართა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ფორუმი გაიმართა.
მონაწილეებმა ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა პროექტები წარუდგინეს.
დამსწრეებმა ღია კენჭისყრით 3 პროექტი გამოავლინეს, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარედგინება.
საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი; ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა - ეს ის პროექტებია, რომელსაც ფორუმის მონაწილეებმა მხარი ღიად დაუჭირეს.
მოსახლეობის ფორუმის მიზანია მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ გამოევლინონ ქალაქში არსებული პრობლემები და შეძლონ მათი გადაჭრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით.
2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი 53 მილიონი იქნება.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი