შესაძლოა გურჯაანის აღმოჩენა ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს
არცთუ ისე დიდი ხანია, რაც გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღმოჩენანახევარი მილიონი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.
არსებული ინფორმაციით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობითა და სიძველით უმნიშვნელოვანესია.
სადგომ-სახელოსნოს ტერიტორიაზე კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღია აღმოჩენილი.
აღმოჩენა ჯერ სრულად არ აუთვისებიათ და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს.
ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.
სპეციალისტების განცხადებით, სადგომ-სახელოსნო, მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
doctrina.ge
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი