გერმანელი ექსპერტები ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებას სწავლობენ
გერმანიიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტები ტყიბულის შახტში მუშაობას და მდგომარეობის შესწავლას აგრძელებენ. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ ისინი დღეს შახტში ჩავლენ და იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა შახტში მუშაობა უსაფრთხო.
,,დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება. პრაქტიკულად აქ ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან და პერიოდულად შევძლებთ როდესაც რეპორტები დაიწერება, პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდეგ. მეტ დეტალიზაციაზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ,“-განაცხადა შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ.
rustavi2.ge
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი