25-წლიანი უწყლობის შემდეგ სოფელ ითხვისის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება
25-წლიანი უწყლობის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ითხვისის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, ადგილობრივებთან ერთად განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ ითხვისში სასმელი წყლის მილების დამონტაჟება და რეაბილიტაცია 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
,,როდესაც პირველად შევხვდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას, მათ სოფლის უმთავრეს პრობლემად უწყლობა დაასახელეს. საუბარში აღნიშნეს, რომ 25 წელია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და მეზობელი სოფლიდან, სვერიდან მიაქვთ. მაშინ მათ დავპირდი, რომ წყალი აუცილებლად ექნებოდათ. 2 კვირის შემდეგ მათთან ერთად მოვუშვი ონკანი. პირველ ეტაპზე სასმელი წყლით 100–ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. მეორე ეტაპზე კი სათავე–ნაგებობის რეაბილიტაცია განხორციელდება და საერთო ჯამში სასმელი წყალი სოფლების: ითხვისის, კალაურისა და შუქრუთის 600–მდე კომლს, 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. მსგავსი პრობლემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრშიც იყო. საკითხი იქაც მოგვარებულია და მოსახლეობა სასმელი წყლით უკვე სარგებლობს. პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმერეთის რეგიონის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემა აღმოიფხვრას“– აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
სიახლეები
- კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
- “კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში – მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ!” - მამუკა ხაზარაძე
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არის მსხვერპლი
- სამარხვო პიცა
- ტრამპმა კანადაში ვიზიტის შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა