ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ,,ალმა რუსმა'' ,,თეთრი ხიდის'' სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა
ქუთაისის მერიაში კომპანია ,,ალმა რუსთან’’ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავენ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის - ბექა ყურაშვილის თქმით, კომპანიამ ,,თეთრი ხიდის’’ სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულყოფილად და ხარისხიანად ვერ შეასრულა, რის გამოც მერიის მიერ გადარიცხული თანხის ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში უნდა დააბრუნოს.
,,საქართველოს კანონის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კომპანია ვალდებულია სამუშაოები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს. გამომდინარე იქედან, რომ სამუშაოები ჯეროვნად შესრულებული არაა, კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა. მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებითაც აქვს პრეტენზიები. მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე მათთან შენიშვნები არ გვაქვს, მაგრამ ხარისხით უკმაყოფილო ვართ. წვიმის შედეგად, ხიდზე ლაქის ერთი ფენა სრულად წაიშალა. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, გადარიცხული 290 ათასი ლარიდან სახელმწიფო ხაზინაში 185 ათასი ლარი უნდა დააბრუნოს. აქედან 174 ათასი ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 11 ათას ლარამდე კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს უწევს''-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი