ქუთაისში, დაგროვებითი პენსიის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქუთაისში, საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით, დაგროვებითი პენსიის თაობაზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
შეხვედრის ორგანიზატორებმა საპენსიო რეფორმის მნიშვნელობასა და მის უპირატესობებზე ისაუბრეს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის - ლევან სურგულაძის თქმით, აღნიშნული რეფორმა ადამიანების ღირსეულ სიბერესა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უზრუნველყოფს.
,,დაგროვებით საპენსიო რეფორმას ორი უმნიშვნელოვანესი ბენეფიტი აქვს: ერთი - დაგროვებითი პენსია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსეული სიბერე. ისეთი, როგორიც ევროპის ქვეყენებშია. იქ პენსიაში გასვლის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ იმოგზაურონ, საჩუქრები უყიდონ შვილიშვილებს. ყოველთვის მშურდა მათი. ამის საშუალება ჩვენს პენსიონერებს მომავალში მიეცემათ, მაგრამ აღნიშნულ რეფორმას ახლო მომავალშიც დიდი ბენეფიტი ექნება. წლების შემდეგ საპენსიო ფონდში რამდენიმე მილიარდი ლარის დანაზოგი იქნება, რომლის 80%-ზე შიდა საინვესტიციო ჯგუფი იმუშავებს. ეს ყველაფერი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. ეს არის მთავარი ბენეფიტი, რომელიც ყველა ჩვენგანს შეეხება’’ - განმარტა ლევან სურგულაძემ.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2018 წლის 6 აგვისტოს შევიდა. აღნიშნული კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავს.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი