"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია ჩვენი განვითარების წინაპირობაა''-ნინო თვალთვაძე
დღეს მსოფლიოში შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად ბავშვთა დღის ცენტრებში იმყოფებოდა. ბავშვთა დღის ცენტრებში „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და სარეაბილიტაციო ცენტრი“ნაიო“ სტუმრებმა პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია ჩვენი განვითარების წინაპირობაა. სამწუხაროა, საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ეს ადამიანები მიიღოს თანაბარუფლებიან წევრებად" - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთავძემ.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი