ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგით 28-ე სხდომაზე, დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. სლოვაკეთის ელჩი იმერეთში პირველად იმყოფება და მან შეხვედრაზე რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.
