December 20, 2025

აპრილი 10 2024 წაკითხვა 448 ჯერ

პოლიციამ დააკავა სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აპრილი 09 2024 წაკითხვა 484 ჯერ

ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება... დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.

აპრილი 07 2024 წაკითხვა 785 ჯერ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

„საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას - იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აპრილი 05 2024 წაკითხვა 499 ჯერ

ახალგორიდან დევნილი ანა ცქვიტიშვილის ოჯახი პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

აპრილი 05 2024 წაკითხვა 634 ჯერ
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-8 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
გვერდი 103 სულ 717
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.