ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის გამოფენა "ნათება" გაიხსნა
ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის, რია კაჭარავას გამოფენა “ნათება” გაიხსნა. ეს ახალგაზრდა არტისტის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა, რომელიც 14 ნამუშევარს აერთიანებს. სერიის თემა რიტუალური ნიღბებია.
რიტუალურ ნიღბებს მხატვარი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა, რამაც საბოლოოდ ფერწერული ტილოების შექმნამდე მიიყვანა. ზეთის საღებავების გარდა, რია იყენებს კანაფის ძაფს, რომლითაც ნახატებზე სხვადასხვა ბიბლიური ციტატაა ამოქარგული. რამდენიმეგან ვხვდებით ქართულ ფრაზებსაც, რომელთაგან გამორჩეულია სიტყვა “ნათება”. ავტორი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისთვის საკრალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო ის ფრაზები, რაც ნახატებზე დაიტანა, გონებაში ბავშვობიდან ჩაებეჭდა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა.
რია კაჭარავას ნამუშევრები:









სიახლეები
- კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
- “კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში – მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ!” - მამუკა ხაზარაძე
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – არის მსხვერპლი
- სამარხვო პიცა
- ტრამპმა კანადაში ვიზიტის შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა