ვითარება საკმაოდ რთულია. გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად 3 000-მდე იყო, რაც ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 661 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %.
ქვეყანაში 1 500-მდე კოვიდსაწოლი ჯერ ისევ თავისუფალია.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის აზრით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს.
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 170 000 დოზა ჩამოვიდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 965 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %.
