დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ისინი ყოველთვის უწევენ ჩვენს ქვეყანას და დღეს ეს გამოჩნდა ყველაზე რთული გამოწვევის დროს, როდესაც „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 400 698 შემთხვევა.
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის პირველ და მეორე დოზას შორის უფრო დიდი ინტერვალი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს, კორონავირუსის მეტი ანტისხეული გამოიმუშავოს. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ინფიცირებისგან საიმედოდ ვერ იცავს, თუმცა მას გართულებული შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის არგანიზმში ინფექციის ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც ჩნდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერზე“ რეგისტრაცია პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება როგორც პორტალის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით.
