საქართველოში "ფაიზერის" 170 000 დოზა ჩამოვიდა
საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის 170 000 დოზა ჩამოვიდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვაქცინის ეს დოზები მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.
მინისტრის განცხადებით, მოწყობილია მასობრივი ვაქცინაციის ახალი სივრცეები, რომლებიც დღეში 4 000-მდე პირის გატარებას შეძლებს.
"ჩვენ ვამზადებთ 20 ბრიგადას შესაბამისი გამტარობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში შეგვიძლია გავატაროთ ამ სივრცეებში 4 000 პაციენტი. ამ სივრცეების მოწყობისთვის ჩვენ 48 საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა. ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
